თეა წულუკიანი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „არლეკინი“ ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 28 მარტი 2024, 15:09

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი“ გაიხსნა. ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს შვიდი ქვეყნის შვიდი უმაღლესი თეატრალური სკოლის რექტორს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, მსოფლიოს უმაღლესი თეატრალური სკოლების რექტორები, რეჟისორები და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე ქვეყნების თეატრალური სკოლების რექტორების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მიზანია თეატრალური ხელოვნების განვითარება და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურება. დეკლარაცია ეფუძნება კეთილ ნებას და არცერთ მხარეს არ აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას.

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოთქვამს სურვილს, უმასპინძლოს ფესტივალზე წარმოდგენილ თეატრალურ სკოლებს, რათა ყველა თაობას ჰქონდეს საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ შემოქმედებითი და სასწავლო გამოცდილება.

თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად 27 მარტს იმართება. 25 მარტს ფესტივალი გაიხსნა რეჟისორ თათა თავდიაშვილის სპექტაკლით ,,ლისისტრატა“.

2024 წელს ფესტივალზე მოწვეული არიან ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის (საბერძნეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ლიეტუვა, ჩინეთი, უნგრეთი, სომხეთი) ცნობილი უმაღლესი თეატრალური სკოლების რექტორები, პედაგოგები და სტუდენტები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი