გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 28 მარტი 2024, 15:52

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ეროვნული გამოცდების ტესტების იტალიურ ენაზე შემუშავების შესახებ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, უმაღლესი განათლების კუთხით პარტნიორობის გაღრმავება, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე ესწრებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება, რათა დაიცვას დამოუკიდებლობა და მამულის, ენის და სარწმუნოების ტრიადა, უკვე აჩვენებს, რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი გულწრფელი სურვილია, ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები განხილული უნდა იქნას დახურულ კარს მიღმა
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა
ირაკლი ღარიბაშვილი: 29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე - ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ
ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ახლა არის დრო, როდესაც მამულს, ენას და სარწმუნოებას ქუდზე კაცი ესაჭიროება!
არქივი