სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 მარტი 2024, 18:29
სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის მსგავსი საჭიროა საქართველოშიც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე“, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, ქვეყანა გარე გავლენებისგან დაიცვას და იფიქროს ისეთ საკითხებზე, რაც მისაღებია აშშ-ში და სხვადასხვა ქვეყანაში.

სუბარის თქმით, მსგავსი კანონები მოქმედებს ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში და ავსტრალიაშიც.

„საფრანგეთის მიერ მიღებული კანონი გაცილებით მკაცრი და ფართო კანონია, ვიდრე ის, რის მიღებასაც ჩვენ ვაპირებდით. ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის დასაცავად კეთდება. ეს ასე იყო ერთი წლის წინ, როცა ქართველმა „ენჯეოებმა“, რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოურმა პარტნიორებმა ცვლილებები „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს, მათ შორის ამერიკული კანონიც „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს და აქციები ისე დაიწყეს, რომ კანონი ხალხის უმრავლესობას წაკითხულიც არ ჰქონდა. ხალხმა დაიჯერა, რომ მართლაც საოცრება ხდებოდა, მაგრამ დღეს ყველამ დაინახა, რომ ამერიკული „ფარა“ რომ არ ყოფილიყო, არ გვეცოდინებოდა, რამდენი იხარჯება სააკაშვილის ოჯახისა და ლობისტების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ასევე არ გვეცოდინებოდა ის ჩარევები, რასაც რეზოლუციების მიღების თვალსაზრისით აკეთებენ. მსგავსი კანონები მოქმედებს ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც. ვფიქრობ, მსგავსი კანონი საჭიროა საქართველოშიც ზუსტად იმავე მიზნისთვის, რისთვისაც საფრანგეთშია – ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ყველაფრით ცდილობენ, რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ - ამ შეკრებაზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
მიტროპოლიტი საბა-ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას-იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა
გურამ მაჭარაშვილი: 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
არქივი