იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 29 მარტი 2024, 16:30

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს კითხვებს გოჩა დიდავა პასუხობს.

მანამდე საბჭოს წევრებმა გიორგი გოგინაშვილს მოუსმინეს. კითხვები ეხებოდა მოტივაციას და კომპეტენციას. საბჭოს წევრები ასევე დაინტერესდნენ გოგინაშვილის პოზიციით სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა, რომ სასამართლოზე თავდასხმა მიუღებელია.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანტური ადგილია, მოსამართლეობის მსურველი კი 17 კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა
პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა
არქივი