რატი იონათამიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: წაკითხული არ აქვთ და მაინც აფასებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 13 აპრილი 2024, 21:32

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილს წაკითხულიც არ აქვს კანონპროექტი და ისე აფასებს.

„კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ და მაინც აფასებენ. როდესაც ვეკითხებით რატომ, თავიანთი პასუხით ვფიქრობ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს, რადგან ამბობენ რომ „იმან მითხრა, ამან მითხრა“ და საბოლოოდ გამოდის, რომ მათი ამ პასუხების გამოყენება, კონკრეტული ადამიანების მხრიდან, პოლიტიკური პროპაგანდისა და ტირაჟირებისთვის ხდება, რომელსაც სინამდვილეში არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ გააჩნია. ჩემი თხოვნა იქნება - სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რადგან ნებით თუ უნებლიედ, სხვათა სპეკულაციის საგანი არ გახდეთ.

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, ჩვენ მათ მიმართ ღია ვართ და შეგვიძლია ვესაუბროთ იმ გამოწვევებზე რაც გვაქვს, იმ საჭიროებებზე რაც ქვეყანას გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც მხარდამჭერები იქნებიან გამჭვირვალობის პრინციპისა და ღირებულების“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი - ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო, თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით - ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი
კახა კალაძე - გარკვეული ძალები არ იშლიან მცდელობას, ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებმაც უამრავი უბედურება მოგვიტანა - ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე: დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი
საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველოს გზა არის სუვერენიტეტის დაცვისკენ და საქართველოს მომავალია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ასე გამთლიანებულები შევალთ ევროპაში
არქივი