შალვა პაპუაშვილი - 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა დაიცვა თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, როგორც შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 14 აპრილი 2024, 00:18

1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორს შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორია მეორდება. მისი თქმით, მანამდეც და მერეც, საქართველო მრავალჯერ მდგარა დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

პაპუაშვილის განცხადებით, ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელ დღე.

„1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი. მანამდეც და მერეც, მრავალჯერ ვმდგარვართ ამ დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.

ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს, ხან რა იყო გადასარჩენი, ხან რა. ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე.

დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. უძველესი ქართული ენა, ცურტაველის, რუსთაველის, ილიას და გალაკტიონის ენა. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი.

წყალნი წავლენ, ქართული ენა და ჩვენი ისტორია კი გაგრძელდება, მებრძოლი და თავისუფალი ერის ისტორია,“ – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით - ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი
კახა კალაძე - გარკვეული ძალები არ იშლიან მცდელობას, ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებმაც უამრავი უბედურება მოგვიტანა - ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე: დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი
საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველოს გზა არის სუვერენიტეტის დაცვისკენ და საქართველოს მომავალია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ასე გამთლიანებულები შევალთ ევროპაში
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი ღირებულება არის სამშობლო და მისთვის თავის გაწირვაც შეიძლება, არა თუ რაიმე კანონზე საუბარი
არქივი