ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს აშშ-ის ძალებმა 70-ზე მეტი დრონი სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 14 აპრილი 2024, 07:57

ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს აშშ-ის ძალებმა 70-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, საჰაერო თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა
ბიძინა ივანიშვილი - არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი
ბიძინა ივანიშვილი - მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“- მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა
არქივი