CNN: ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საპასუხო შეტევაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 14 აპრილი 2024, 08:21

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საპასუხო შეტევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით - ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი
კახა კალაძე - გარკვეული ძალები არ იშლიან მცდელობას, ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებმაც უამრავი უბედურება მოგვიტანა - ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე: დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი
საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველოს გზა არის სუვერენიტეტის დაცვისკენ და საქართველოს მომავალია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ასე გამთლიანებულები შევალთ ევროპაში
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი ღირებულება არის სამშობლო და მისთვის თავის გაწირვაც შეიძლება, არა თუ რაიმე კანონზე საუბარი
არქივი