ანტონიო გუტერეში: შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხის გამო, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 14 აპრილი 2024, 11:32

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.

„ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის მრავალ ფრონტზე“, – წერს გუტერეში.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“- მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა
პრემიერი - ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო, თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით - ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი
არქივი