ირაკლი ზარქუა - კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 12:28
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ზარქუა იხსენებს მოსამართლე ჩხიკვაძის საქმეს და აღნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ყველას, ვინც მოსამართლეს და მის ოჯახს აბულინგებდა.

„ბატონო მილერ, მოსამართლეები დაასანქცირეთ და დღემდე ველოდებით პასუხს რის საფუძველზე, კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ, ეს ადამიანი თვითონაა ეჭვმიტანილი ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში „მეთიუ, are you kidding my friend? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ დასანქცირებულის კიდევ ერთ ქეისს, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა „რუსთავი 2“-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ, რადგან მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს“, -აღნიშნავს ზარქუა.

ზარქუას თქმით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია.

„რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენ მიერ კვლევებით გაკეთებული. შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით. დღემდე ველოდებოდით დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე, არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ. კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ, რადგან ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელიც სტრასბურგმა არ მიიღო განხილვაში. თქვენ კიდევ დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს. ასე რომ, პირიქით, მე მოგიწოდებთ ჩემო მეგობარო“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი