ყირგიზეთში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ ქვეყანაში საქმიანობა შეწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 16 აპრილი 2024, 14:20
ყირგიზეთში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ ქვეყანაში საქმიანობა შეწყვიტა.

„ვწყვეტთ ფონდ „სოროს-ყირგიზეთის“ საქმიანობას ახალი კანონის მიღების გამო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე არასათანადო და ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს“, - აღნიშნულია სოროსის ფონდების განცხადებაში.

2 აპრილს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ. რამდენიმე ცვლილების შემდეგ კანონიდან ამოიღეს ნორმა, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული ისეთი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც ადამიანის პიროვნებასა და უფლებებს ლახავს.

სადირ ჟაპაროვის თქმით, კანონპროექტის მიზანია - დაარეგულიროს ყირგიზეთში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა. მისი განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი დონორების დაფინანსებით 2000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია მოქმედებს და მათ ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი