შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 16 აპრილი 2024, 15:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნაყოფიერად თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის როლზე „შუა დერეფნის“ განვითარებაში.

ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა ორივე ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას და, ასევე, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებას. აგრეთვე, აღინიშნა სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტაბატაძემ და თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი