მამუკა მდინარაძე - 27 ქვეყნის ელჩმა მოგვთხოვა, სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ, ახლა გვეუბნებიან, კანონი გაიწვიეთო, არ გავიწვევთ, რადგან ქართველ ხალხს უნდა ასე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 16 აპრილი 2024, 18:51

შარშან წინ 27 ქვეყნის ელჩმა მოგვთხოვა, სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო. არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ, ახლა გვეუბნებიან, კანონი გაიწვიეთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონს არ გაიწვევენ, რადგან „ქართულია და ქართველ ხალხს სურს ასე“.

„შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო. არ კვდებოდა და რა გავათავისუფლეთ. ეს იყო ტყუილი. მარტო აღმოვჩნდით, მართლები აღმოვჩნდით და შემდეგ ყველამ თქვა, არა არ კვდებაო. შემდეგ აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარცერთი ქვეყანა აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. კვდებაო, დემარში იყო ელჩების მხრიდან, 27-ვე ქვეყანამ თქვა, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო და ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან არის სისხლიანი რეჟიმის ავტორი. აქედან გამომდინარე, შარშანწინ დავდექით ორ ფეხზე. 27-მა ქვეყანამ მოგვთხოვა და თქვენი ლიდერი, კორუმპირებული, სისხლიანი ჯალათი არ გავათავისუფლეთ. მყარად დავდექით და დღეს არცერთი ქვეყანა აღარ გვთხოვს ამას. ახლა დღეს გვეუბნებიან, ეს კანონი გაიწვიეთო. არ გავიწვევთ, რადგან ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე. შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იმავე აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი