მამუკა მდინარაძე „ენჯეოების“ ფინანსების გამჭვირვალობაზე: ის რაც კონკრეტულ შემთხვევებში საგადასახადოსთვის არის ცნობილი, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და ამაზე წვდომა საზოგადოებას არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 16 აპრილი 2024, 18:59

ევროსასამართლომ [რუსულ და უნგრულ კანონებზე] ორი კრიტერიუმის გამო გამოთქვა უკმაყოფილება. პირველი - სტიგმატიზაცია, როდესაც ერთი მხრივ აგენტი ეწოდებოდათ და მეორე მხრივ არსებობდა ვალდებულება, რომ ტელევიზიით გამოსვლის დროსაც თავი ასე უნდა წარედგინათ, მაგრამ უნგრეთის შემთხვევაში ასევე იყო კუმულაციურ ეფექტზე მითითება, რომელ ფაქტორებშიც გათვალისწინებული იყო მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საშუალებაც, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე რითაც უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას.

„აქედან გამომდინარე ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს არის ცუდი, გამჭვირვალობა კი მიიჩნია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნად“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას.

„რაღაც, რაც საგადასახადოსთვის არის ცნობილი, ის საზოგადოებისთვის იმავდროულად არ არის ცნობილი, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, რომელზე წვდომაც კონკრეტულ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურს აქვს, კონკრეტულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურს და აქედანაც კი კონკრეტულ შემთხვევაზე რომ ვილაპარაკო, დახარჯული 85 მილიონიდან, რა გრანტებიდან იყო შემოსავალი მიკვლევადი გახდა მხოლოდ 15 მილიონზე. იქ 85 მილიონი იყო, 185 თუ რამდენი არავინ იცოდა. ამ სიღრმეებში არავინ შემოდის, რადგან არგუმენტი რომ მათი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, ამით ინგრევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი