მამუკა მდინარაძე დევი ჭანკოტაძეს: თქვენ რაც ბრძანეთ - ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, რას ნიშავს მოკვდეს? „ნაცები“ კი არ ვართ „რობოკოპი“ ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 16 აპრილი 2024, 19:17

თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე დეპუტატ დევი ჭანკოტაძის კომენტარს.

„რას ნიშნავს მოკვდეს? როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს? ნაცები კი არ ვართ რობოკოპი ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს. ნაცის გარდა ამ კითხვას ვინ მოიფიქრებს, - აბა რატომ ჰყავთ რობოკოპებიო“, - განაცხადა მდინარაძემ.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა:

„ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი