მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, რადგან ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება აქციაზე, მერე რას შვრებით ხალხო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 16 აპრილი 2024, 19:52

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000, 2000, 10000 ადამიანში და არ შეიძლება, ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?, - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მას მოუწოდეს, რომ პარლამენტან მიმდინარე აქციაზე მივიდეს და ხალხს დაელაპარაკოს.

„ბატონო დევი [ჭანკოტაძე], აი, თქვენ მოგმართეთ, მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაორგანიზებულია და როგორ, თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, ახლა წამოდი იმ აქციაზეო, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება ათას, 2 ათას, 10 ათას ადამიანში და არ შეიძლება. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევდა. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. ეს როგორ შეიძლება? ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? კაი, მე თავი რომ გადავდო და რომ შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით, არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვრებით ხალხო? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი