ახშობენ სიტყვის თავისუფლებას ევროკავშირის დროშით. ეს არის მათი ღირებულებები, ეს არის მათი სახე - სოზარ სუბარი „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოეხმაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 16 აპრილი 2024, 23:04

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და კარგად ხედავთ განსხვავებას ჩვენსა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა, რითაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„ახშობენ სიტყვის თავისუფლებას ევროკავშირის დროშით. ეს არის ამათი ღირებულებები, ეს არის ამათი სახე და ძალიან მაინტერესებს სად არის ახლა ნიკა გვარამია. როგორც არბევდა ამ ტელეკომპანია „იმედს“, იგივეს აკეთებს ახლა ის ადამიანი. მივიდეს და დაიცვას ჟურნალისტების უფლებები.

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და კარგად ხედავთ განსხვავებას ჩვენსა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ ჟურნალისტების მიმართ შეიძლება ვიღაცამ თქვას ჩვენი მხრიდან, თქვენ არ გაძლევთ კომენტარს და ესეც უფრო ხშირად ხდება არა კომენტარის არ მიცემა, არამედ, როცა ისინი ინდივიდუალურად გვთხოვენ კომენტარს იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ დაამახინჯებენ ჩვენს ნათქვამს“, - განმარტა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი