სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 16 აპრილი 2024, 23:20

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.

„16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი