ბექა ოდიშარია: ეს არის სწორედ დონორთა მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების, გავეშებული ადამიანების სრულიად ახალი სტანდარტი. ე.ი. კვდება ის დამოკიდებულება, როდესაც ჟურნალისტი იყო ხელშეუხებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 16 აპრილი 2024, 23:33

მინდა გამოვეხმაურო ლევან იოსელიანის. მე ვისურვებდი, რომ მისი ტონი უფრო მკაცრი ყოფილიყო და მოწოდება სამართალდამცავების მიმართ, იმ კანონით დადგენილ ჩარჩოში, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც მან ყველას მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი მედიას მოვლენების გაშუქებაში.

„ვერ ვიტყოდი, რომ იქ ყველა მედია ერთნაირ პირობებში იყო, მაგალითად თქვენი ჟურნალისტი და კადრებში თვალში მომხვდა ყურებამდე გაღიმებული „მთავარის“ ჟურნალისტი გოგონა, ღმერთმა სულ გაღიმებული ამყოფოს, ბედნიერი ოპერატორი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს დიამეტრული სხვაობა თვალშისაცემია. და ძალიან უხეშია, როდესაც მანამდე, მთელი ეს პერიოდი შუქდებოდა რას უშვრებოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც არაფერი არ დააშავა გარდა იმისა, რომ „იმედის“ ჟურნალისტია. 9 აპრილს ტანკებს ვესხმოდით თავს, ახალგაზრდები ვიყავით, გული გვიცემდა ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც და არა ისე როგორც ახლა ზოგიერთს „ფრანკლინის კლუბში“ დატრენინგებულ ზოგიერთ ახალგაზრდას. როდესაც მოვიხელთებდით რუს ჯარისკაცს, მისთვის ან ჩაფხუტი მოგვეძრო, მოლოტოვის კოქტეილი ხომ საერთოდ მიუღებელი იყო, ვიტრინის ჩამსხვრევა, ან მანქანის დაწვა, ან ასეთი დამოკიდებულება. ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ადამიანების ჯგუფი, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ არ ყოფილიყო ძალადობა. ახლა რასაც აკეთებენ, ეს პანდორას ყუთის გახსნაა. ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ, ეს წარმოუდგენელია. მეც მინდა აქედან მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის სწორედ დონორთა მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების, გავეშებული ადამიანების სრულიად ახალი სტანდარტი. ე.ი. კვდება ის დამოკიდებულება, როდესაც ჟურნალისტი იყო ხელშეუხებელი. რაც არ უნდა აგრესია ყოფილიყო, გახსოვთ გურამ დონაძის ტელევიზია, რომელიც უზნეოდ იქცეოდა, როგორი შინაგანი ანატომიისაც მისი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებოდა საზოგადოებაში 4-5 ადამიანი, ვინც დაცვის სარტყელს უქმნიდა ამ ადამიანებს. ახლა პირიქით აღმოჩნდა“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს
არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს
არჩილ თალაკვაძე - უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას - გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ინსტრუმენტი
არქივი