იაგო ხვიჩია - სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში - გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 16 აპრილი 2024, 23:50

სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში - ეს არ “მოსულა”, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ისინი, ვინც მას პარლამენტში არ უშვებენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.

“სიგიჟეა, რაც ხდება - პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში. ვდგავარ და ველოდები, რომ შემიშვან. ეს ადამიანები შინაარსობრივად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ამაზე სკანდალური ვერაფერი მოხდება. ოთახში უნდა ავიდე, გასაღები მაქვს ასაღები. უბრალოდ, გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან. ეს აჩვენებს იმას, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისინი ამას ბედავენ. ჩემი მხრიდან ყველას მიმართ პატივისცემისა, ეს არ “მოსულა”. რაღაც მისტიური საფრთხისგან იცავ პარლამენტს - ჩემგან იცავ? მე ქართველმა ხალხმა შემიშვა აქ. ეს არის ჩემი აზრით, მთავარი ამბავი, რაც დანარჩენ სიგიჟეს განაპირობებს. ცხადია, ამას მოაწყობენ, აბა რას იზამენ?! ბოლოს, ცოტა ხანში პაპუაშვილთან დავრეკავ, რომ პარლამენტში შემიშვან”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ოპოზიციას ერთობლივი გეგმა პროტესტთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე კოლეგებთან არ უსაუბრია.

“ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არ მიკონტაქტია. არ ვიცი, რას აპირებენ. მე ვაპირებ, ხვალ მოვიდე ჩვეულებრივ და პარლამენტის სხდომაში მივიღო მონაწილეობა”, - განაცხადა ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან”.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ - ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან
არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს
არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს
არჩილ თალაკვაძე - უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ
არქივი