გია ცაგარეიშვილი: „იმედის“ ჟურნალისტისთვის ნაჩვენები შუა თითი არის „იმედის“ მაყურებლისთვის ნაჩვენები შუა თითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 16 აპრილი 2024, 23:53

ის, რაც დღეს თქვენს ჟურნალისტს გადახდა პირდაპირ ეთერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს იყო ყოვლად მიუღებელი და ზღვარგადასული სისაძაგლე, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა,

„მინდა ვუთხრა ყველას, რომ „იმედის“ ჟურნალისტისთვის ნაჩვენები შუა თითი არის „იმედის“ მაყურებლისთვის ნაჩვენები შუა თითი. ეს უნდა იცოდეს ყველამ მყარად. ასიათასობით თქვენი მაყურებელს, რომელიც დღეს თქვენი მეშვეობით იწყებს პირუთვნელ ინფორმაციას, სწორედ მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა უსხედან ცისფერ ეკრანებს და უყრუებენ თქვენს არხს. თქვენ უამრავი მაყურებელი გყავთ, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, თქვენი შეურაცხყოფა ეს არის თქვენი მაყურებლის შეურაცხყოფა და ამის ფასს ეს ვაი პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიხდიან, როდესაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ იმ კატასტროფულ შედეგს, რასაც მიიღებენ. ამის გარანტიას გაძლევთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი