შალვა პაპუაშვილი: ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ევროპული მომავლისთვის - ბრმად არავის მოწოდებას არ უნდა მივყვეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 17 აპრილი 2024, 12:05

ჩვენ ბრმად არავის მოწოდებას არ უნდა მივყვეთ. ჩვენ ამოვდივართ იმ ინტერესიდან, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ქართველი ხალხი და საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი, ამიტომ, ის რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„იგივე ხალხი ამბობდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ თუ სანქციებს არ დავაწესებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და კანდიდატის სტატუს არ მოგვცემდნენ. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც ეს არ იყო ქართველი ხალხისთვის სასარგებლო რჩევა - ეს იყო ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის გაწირვა, ჩვენ ჩვენი ქვეყანა არ გავწირეთ და შესაბამისად კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი