შალვა პაპუაშვილი: ახალი პლეადის სამოქალაქო აქტივისტების ხელში აგრესია ჟურნალისტების და ძალადობა პოლიციის მიმართ პირდაპირ იარაღად იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 17 აპრილი 2024, 12:13

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების ხელში აგრესია ჟურნალისტების მიმართ და ძალადობა პოლიციის მიმართ პირდაპირ იარაღად იქცა.

„აგრესია იქცა ინსტრუმენტად ახალი პლეადის სამოქალაქო აქტივისტების ხელში. ვხედავთ, რომ აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ძალადობა პოლიციის მიმართ იქცა პირდაპირ იარაღად. ყველაზე ანტიქართული ქმედება სწორედ ამ ჯგუფების ქმედებაა. საქართველოს საპროტესტო მოძრაობების 30- წლიან ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებლობის მოძრაობის დროს, მთელი ჩვენი სიამაყე იყო ის, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქციები, პროტესტი, თუ მოძრაობები. გუშინ ვნახეთ ნიკა გვარამია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ და ფიზიკური კონტაქტისკენ პოლიციასთან. დღეს როდესაც გვესმის მათ შორის მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები ამ [გამჭვირვალობის] კანონთან დაკავშირებით, მახსენდება იმავე ხალხის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. გუშინ მგონი ყველამ იხილა, თუ რამხელა აბსურდი და ფარსი იყო როდესაც ზუსტად ეს ევროპელი პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ვნახეთ რაც იყო მიზანი. მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ნიკა გვარამია, რომელიც შეწყალებულია სწორედ ზეწოლით, ნიკა მელია, რომელიც გირაოთია [გათავისუფლებული], რომელიც ზუსტად იმ ფონდმა გადაუხადა, რომელიც თავის ხარჯებს მალავს, EED-ს ვგულისხმობ, რატომ არიან გარეთ. ზუსტად ასეთი აგრესიული აქციებისთვის გადაუხადეს გირაო, შეაწყალებინეს.

ეს არის ყველაზე ანტიქართული საქციელი. რაც არის ანტიქართული, ის არის ანტიევრპული. ეს უნდა დავიმახსოვროთ. უნდათ, რომ ამოგვიტრიალონ რეალობა და გვითხრან, რომ რაც არის ევროპული, ის არის ქართულიც, სინამდვილეშ რაც არის ქართული, ის არის ევროპული. ასე უნდა შევხედოთ. ფრაზას როდესაც ვამბობთ - ჩვენ ვართ ქართველი და მასაშადამე - ევროპელი, ეს ამას გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, ვართ ქართველები და ვართ ქართული სახელმწიფო და რაც არის კარგი საქართველოსთვის, ის არის კარგი ჩვენი ევროპული მომავლისთვის და არა პირიქით. რაღაცას ქართულად, ან ანტიქართულად ვერ წარმოგვიჩენენ. ეს ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, რა არის ქართული და რა არის ანტიქართული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე უწევთ. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი