შალვა პაპუაშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: აბსოლუტურად დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 12:37
აბსოლუტურად დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები, - ამგვარად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადება, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

„გუშინ პლენარულ სხდომაზე დარბაზში მენიშნა და იქვე შევნიშნე კიდეც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები. რას ნიშნავს, რაღაც მოხდეს? საღამოს მენიშნა, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში. გუშინ ვნახეთ, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. და იყო იქ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ და ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში - პიკეტირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება, მოდიოდეს აგრესია და პაპუაშვილის განცხადებით, ეს არიან, რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გუშინდელ აქციაზე მომზადებულები იყვნენ მისული.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ.

„იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ, ვინც ლიდერობდა ამ აქციას. ისინი რომ ხედავენ, რომ არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობა არის, რომ პარლამენტის საქმიანობა უზრუნველყონ. ამიტომ აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა - პარლამენტის საქმიანობად - ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე, მიაჩნია, რომ კონტექსტის გარეშე „რუსეთი-რუსეთის“ ძახილით არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთიდან რეალურად მომდინარე საფრთხეებს აფერმკრთალებენ.

„NGO-ები, რომლებიც ახლა ამ ყველაფრის თანაორგანიზატორები არიან, ისტერიას თესავენ. ამ „რუსეთი-რუსეთის“ ძახილით, საბოლოო ჯამში გააფერმკრთალეს ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს. ყოველ მეორე წინადადებაში უკონტექსტოდ „რუსეთის“ ძახილით თავის ნათქვამს აზრსაც უკარგავენ“, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს
არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს
არჩილ თალაკვაძე - უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას - გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ინსტრუმენტი
არქივი