შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი დგას „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ უკან და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქართველი ხალხისთვის ხელი არავის გადავაგრეხინოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 12:47

ქართველი ხალხი დგას „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ უკან და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქართველი ხალხისთვის ხელი არ გადავაგრეხინოთ არავის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის მიზანია ზუსტად ის, რომ ყველასთვის ცხადი გახდეს ვინ დგას, ვინ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს.

„არა თუ ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, უმრავლესობა, ქართველი ხალხი დგას ამ კანონპროექტის უკან და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქართველი ხალხისთვის ხელი არ გადავაგრეხინოთ არავის. ეს არის არჩევანი ქართველი ხალხის, თითოეული მოქალაქის, მათ შორის მათი, ვინც აქციაზე დგას, რომლებსაც ყალბ დილემად უყენებენ, რომ თითქოს არჩევანია რაღაც გეოპოლიტიკას შორის, სინამდვილეში, არჩევანია ტყუილსა და სიმართლეს შორის. დღეს, ქართველ ხალხს, მათაც - აქციაზე მყოფთ, ატყუებენ, არ ეუბნებიან, უმალავენ თუ ვინ არის ის რაციით მორბენალი ხალხი აქციაზე, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს, რომ ალყა დაარტყან, პოლიციას დედას აგინებენ და ა.შ. ვინ არის ეს ხალხი ამას უმალავენ. ამ კანონის მიზანია ზუსტად ის, რომ ყველასთვის ცხადი გახდეს ვინ დგას, ვინ აფინანსებს და შემდეგ ყველა თავის აზრს ჩამოიყალიბებს ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი