ირაკლი ზარქუა: უფლება გვაქვს, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ამას ვაკეთებთ, რადგან სახელმწიფო ვართ, გამჭვირვალობა ევროპულობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 12:53

ე.წ. პრეზიდენტი, კონსტიტუციის დამრღვევი რანაირად შეიძლება, იწოდებოდეს ლეგიტიმურ პრეზიდენტად,დიდი ხანია, ის ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პრეზიდენტი აღარ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მინდა, შარლ მიშელს ვკითხო, კანონპროექტი საფრანგეთის ქვედა პალატაში რომ დაამტკიცეს, ეს როგორ ხდება? – თქვენთვის რაც მისაღებია, შეუძლიათ, დაიცვათ ფრანგი და ევროპელი ხალხის ინტერესები ყველას ზეგავლენისგან და საქართველოს მოქალაქეების დაცვის უფლება არ გვაქვს? – უნდა ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მარგინალების, რაში იხარჯება მილიონობით დოლარი. პრობლემა რა არის? თუ საფრანგეთის ქვედა პალატას შეუძლია, ევროპარლამენტს დირექტივის მომზადება გამჭვირვალობის თაობაზე, თუ თავისი მოქალაქეების დაცვა ამერიკასა და ისრაელს, კანადას შეუძლიათ და თითო ცენტს სთხოვენ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ჩვენ რა დავაშავეთ? საქართველო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბევრი ქვეყნის ინტერესის სფეროა. ეს შეგახსენოთ? – ჩრდილოეთმა უკვე ჩვენი ოკუპაცია მოახდინა.

ამ პატარა ქვეყნის მიმართ ყველას ინტერესი აქვს. უფლება გვაქვს, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ამას ვაკეთებთ, რადგან სახელმწიფო ვართ. გამჭვირვალობა ევროპულობაა. მცდელობაა, საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ ისე, რომ ლამაზ-ლამაზი სიტყვებით, დემოკრატიული გამოთქმებით. ეს უძველესი ცივილიზაციის ერია, რომელმაც კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენდა, როგორ და რა ინტერესებით იბრძოდა საკუთარი ინტერესებისთვის. უფლება მოგვცენ, საქართველოს ინტერესები ევროპული ღირებულებებით დავიცვათ“, – განაცხადა ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბესარიონ გუგუშვილი: დასავლეთი არ არის მხოლოდ ულტრამემარცხენეები - ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს
პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
არქივი