ალექსანდრე რაქვიაშვილი - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 17 აპრილი 2024, 13:12

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე რომელმაც აღნიშნა: „ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

„ძალიან გამიკვირდება, რევოლუცია მოხდეს. ზოგდად, რევოლუციის პროგნოზირება რთულია. მგონი, ეს ვითარება არ გვაქვს. მით უმეტეს, ერთსა და იმავეე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან. ესკალაცია თუ გაგრძელდა, რაღაც მომენტში აუცილებლად მივალთ ვითარებამდე, როცა ამის რისკი გაიზრდება. აქამდე მიტინგზე ის ხალხი მოდიოდა, რომელიც არ აპირებდა პარლამენტის შტურმით აღებას. მეც იქ ვიყავი ორივე დღეს და დღესაც წავალ. არ მაქვს განცდა, რომ ხალხი რევოლუციისთვის ემზადება. შეიძლება, იყოს 100 კაცი, რომელსაც სხვანაირი მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რევოლუციებს მთავრობები აწყობენ და არა ოპოზიციონერები. მთავრობა არაადეკვატურად თუ მოიქცევა და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რატომაც არა, შეიძლება ამითაც დამთვრდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი