მაკა ბოჭორიშვილი-საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 17 აპრილი 2024, 13:29
„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე“-ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!
„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღდეგ! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ: ებრძვიან სახელმწიფოს! ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას! ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე! არ უნდათ არჩევნები! მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე. რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთვარს - ქართულ სახელმწიფოს! საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი! დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“-წერს მაკა ბოჭორიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი