მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას: გთავაზობთ საერთო სიის შექმნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 17 აპრილი 2024, 14:10

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს. როგორც სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, დროა წყენა ყველამ დაივიწყოს და გაერთიანდეს.

„ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. უახლოეს პერიოდში უნდა ვიმუშაოთ საერთო სიაზე და ამჯერად აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი