ირაკლი კობახიძე: დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან, თუმცა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბუნებრივია, დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 17 აპრილი 2024, 17:18

გასული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე თუმცა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბუნებრივია, დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში, მინდა შეგახსენოთ 2012 წლიდან, 212-2013-2014 წლებში მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები. მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20%-ს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურობდა, ეს გახლავთ „ალტინფო“. მას აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს რეალურად მივაღწიეთ, თუმცა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბუნებრივია, დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? - მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ
მიხეილ ყაველაშვილი ნაცმოძრაობას: მსახურები ხართ - რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ - 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები
საზოგადოება „ქართული“ ამერიკელ სენატორებს მიმართავს
არქივი