ირაკლი კობახიძე: რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, „ენჯეოებს“ ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო გაუფრთხილდებოდნენ დონორებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 17 აპრილი 2024, 17:42

საკითხი, რაც გვაწუხებდა და ამაზე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს არის ის, რომ კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართული სტრატეგიული, ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკითხი, რაც გვაწუხებდა და ამაზე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს არის ის, რომ კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართული სტრატეგიული, ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი მაგალითად ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. აქაც მგონია, რომ რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, „ენჯეოებს“ ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო გაუფრთხილდებოდნენ დონორებს. თუმცა რეაგირება ამ საკითხებზე არ იყო არავითარი, მათ შორის გამჭვირვალობის კუთხით. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, რაზეც ასევე ღიად გავუზიარეთ შფოთვა ჩვენს პარტნიორებს, იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირების მცდელობა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყო სასამართლო და პოლიცია. ამ ხალხს თითქოს არ მოსწონს და არ უყვარს სტიგმატიზაცია. თქვენ გახსოვთ როგორი უხეში, საბჭოური მეთოდებით ცდილობდნენ ისინი ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას. სასამართლოს სტიგმატიზაციაზე, პოლიციის დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ. მათ კარგად იციან ძალიან, რომ თუ გინდა სახელმწიფო ჩამოშალო, პირველ რიგში სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო. აქედან გამომდინარე, ეს „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას, რეპუტაციის შელახვას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამჭვირვალე რომ ყოფილიყო დაფინანსება და მაშინ რომ ემოქმედა კანონს, მგონია, რომ „ენჯეოები“ ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს ჩააყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ
გიორგი გამსახურდია: მათ სლოგანებზე, ქარდებსა თუ პლაკატებზე, მაქსიმალურად არის დატანილი ისეთი შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომ გამოიყვანონ პოლიციელი მწყობრიდან, ეს არის „კანვასის“ ხელწერა
პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა - არიან დაშავებულები
შსს: აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
რატი ბრეგაძე: სააკაშვილმა თქვა, არ ვარ ცუდად, დავას ვწყვეტო და 1 კვირის შემდეგ რეზოლუციით მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ევროპარლამენტარები გარკვეული ზეგავლენის ქვეშ არიან
არქივი