ირაკლი კობახიძე: გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 17 აპრილი 2024, 18:51

ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ.

„ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალებმა ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ე.წ მომავლის აკადემიაში თუ სირცხვილიაში აკერმანის სახელმძღვანელოებით შეცდომაში შეყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით - არსებითად, პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით ეს ადამიანები, კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ.

სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: მათ სლოგანებზე, ქარდებსა თუ პლაკატებზე, მაქსიმალურად არის დატანილი ისეთი შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომ გამოიყვანონ პოლიციელი მწყობრიდან, ეს არის „კანვასის“ ხელწერა
პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა - არიან დაშავებულები
შსს: აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
რატი ბრეგაძე: სააკაშვილმა თქვა, არ ვარ ცუდად, დავას ვწყვეტო და 1 კვირის შემდეგ რეზოლუციით მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ევროპარლამენტარები გარკვეული ზეგავლენის ქვეშ არიან
პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირებაა
არქივი