ეკა სეფაშვილი: როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 17 აპრილი 2024, 19:12

ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს? თუ ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ იცოდეს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა ძალები აფინანსებენ აქციებს.

„განვლილი პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადაუხადეს ევროპული ფონდებიდან სამართალდამცავების მიერ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკავებულ პირებს ჯარიმები. ერთ-ერთი ოპოზიციური არხიდან თინა ხიდაშელი და სხვები აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს არწმუნებდნენ, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებოდათ. ოღონდ, ნიშანდობლივია ის, რომ პირდაპირ ეთერში ვერ გაბედეს ეთქვათ, ჯარიმის გადახდას რომ გულისხმობდნენ, ან, დაჭერის შემთხვევაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ შეიწყალებდა მათ. როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რობინ დანიგანი - ახლახან საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე
აშშ-ის ელჩი - შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა - მოვუწოდებთ მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
გერტ იან კოპმანი: ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია, მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა, ეს ძალიან არაჯანსაღია
არჩილ თალაკვაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ - ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან
არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს
არქივი