მიხეილ ყაველაშვილი: მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვებს, ჩემს უმცროს კოლეგებს ვუთხრა, რომ არ გამოიყენებოდეს მათი აზრი ერთმანეთის დასაპირისპირებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 19:30

ის განაცხადი, რომ ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, ეს ისედაც ნათელია. დიდი მადლობა მათ, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ქართველი სპორტსმენების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებები შეაფასა.

„როგორც ყოფილი ფეხბურთელი, მეც ისევ ისე განვიცდი ფეხბურთელების განცხადებას თუ Facebook-პოსტს, ჩემთვის ცოტა უხეშად არის წარმოჩენილი რიგი საკითხები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადამიანები ჩავრთოთ ამაში, მაგრამ პირიქით ვართ განწყობილები, რომ არც ერთ ადამიანს, იქნება ეს კულტურის მუშაკი თუ სპორტსმენი, არ უნდა ვაიძულოთ ან ვუთხრათ, რომ როგორმე ჩვენი მომხრეები გახდნენ ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ის განაცხადი, რომ ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, ეს ისედაც ნათელია. დიდი მადლობა მათ, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მე ვიცი, როგორი მოწოდება არის, რომ მათ ეს განცხადებები გაეკეთებინათ. ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ევროპისკენ არის, და ახლა ყველა, ვინც შეკრებილი ვართ მიტინგზე, ვინც ხელისუფლების გადატრიალებას ითხოვს, ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთანაა. ეს მინდა ხვიჩას და სხვებს, ჩემს უმცროს კოლეგებს ვუთხრა, რომ არ გამოიყენებოდეს ეს მათი აზრი ერთმანეთის დასაპირისპირებლად. მინდა, რომ მათი სახელები არ იყოს გამოყენებული დასაპირისპირებლად. ძალა, რომელიც ცდილობს, ხვიჩა კვარაცხელიას აზრი გამოიყენოს მეორე ქართველის დასაპირისპირებლად, ეს არის მავნებელი ძალა. ეს ის ძალაა, რომელიც ხელმძღვანელობს დღეს ამ აქციებს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი, „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს
იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მიმართა - ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია
ნიკა გვარამია - განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს
დავით მათიკაშვილი: გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ესაა ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში
ევროკავშირის მედიაექსპერტი: ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა
არქივი