ირაკლი კობახიძე: ევროკომისია ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი, რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 19:32

ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და აცხადებენ, რომ საქართველოს კანონი არის ცუდი, ამგვარი მიდგომა პარადოქსულია.

„როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ მათ კანონი არ არის მსგავსი, მართალია და რატომ? - მათი კანონი არის უმკაცრესი. მათ კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას. უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამ კუთხით არ არის მსგავსი ამერიკული კანონი, ვინაიდან ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს, ევროკომისიის მიერ მოწონებულ კანონპროექტს. იმ კუთხით არ გავს, რომ ის კანონები არის ბევრად უფრო მკაცრი. ევროკომისიამ მოიწონა ის და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. ევროკომისიამ უკვე თქვა, რომ მათ კანონი არის კარგი, რომელიც არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი. რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი. ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? - მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ
მიხეილ ყაველაშვილი ნაცმოძრაობას: მსახურები ხართ - რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ - 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები
არქივი