ვაჟა სირაძემ თქვა, შენ წამოდი, შეგიყვან კობახიძესთანო, წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, კართან მითხრა, ვერ აგიყვან, აქ იყავი, მე და შენ ვილაპარაკოთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 18 აპრილი 2024, 01:32

ვაჟა სირაძემ თქვა, შენ წამოდი, შეგიყვან კობახიძესთანო, წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, კართან მითხრა, ვერ აგიყვან, აქ იყავი, მე და შენ ვილაპარაკოთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საუბარი სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

„ვაჟა სირაძემ თქვა, შენ წამოდი, შეგიყვანო, მარტო შენ წამოხვალ კობახიძესთანო? კი-მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, იქ დადგა და თქვა, ახლა ვერა, არ გამოვაო. ვაჟა სირაძემ თქვა, მარტო თუ წამოხვალ, აბა თუ მაგარი ხარ, წამოდი მარტო, დაელაპარაკეო. გავყევი, შუა გზაში მესიჯი მოუვიდა, არაო, უთხრეს. კართან მითხრა, ვერ აგიყვან, აქ იყავი, მე და შენ ვილაპარაკოთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მიმართა - ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია
ნიკა გვარამია - განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს
დავით მათიკაშვილი: გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ესაა ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში
ევროკავშირის მედიაექსპერტი: ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა
გიორგი გამსახურდია: გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა
არქივი