შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 18 აპრილი 2024, 13:26

ქართველი ხალხის პოზიცია ცხადია, რომ მათ სჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ამ კანონის საჭიროება და მეორე, დაგვანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე. კიდევ ერთხელ, ვინმეს თუ რამე არგუმენტები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით, მსჯელობა მიდის. ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის პოზიცია ცხადია, რომ მათ სჭირდებათ ეს კანონი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია - “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო - ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს - ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი
არქივი