არჩილ თალაკვაძე: გვარამია და მელია გუშინ პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო, პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 18 აპრილი 2024, 14:03

სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები უნდა დააკვირდნენ იმ ჯგუფებს, ვინც იმ მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობს, ვისაც შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის ეროვნულ მომავალთან არის დაკავშირებული.

„მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალყური ადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე დარახველიძე - აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
ქეშბექის სააღდგომო აქცია იწყება!
ალექსანდრე დარახველიძე - ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება, ფაქტზე შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საგამოძიებო მოქმედებებს
შსს-ს ცნობით, დაკავებულია გუშინდელი აქციის 63 მონაწილე, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-მა თანამშრომელმა
არქივი