რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 18 აპრილი 2024, 14:19

რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც, რადგან რუსები პროპაგანდის ოსტატები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ეურაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსები ძალიან აქტიურები არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდისგან დაცული არც მისი პარტია და პოლიტიკური ჯგუფია.

„დარწმუნებული ვარ, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკურ ოჯახშიც არის შეღწევის მცდელობები და არ ვიქნები გაოცებული, თუ გავიგებ, აღმოჩნდება, რომ მისი რომელიმე წევრი რუსეთთან თანამშრომლობს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, ჩეხეთის მთავრობა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ პიოტრ ბისტრონმა, რომელიც ივნისის არჩევნებში ევროპარლამენტში სავარაუდოდ დაიკავებს ადგილს გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-ს ხაზით, 25 000 ევრო მიიღო რუსული პროპაგანდისტული ქსელიდან.

„ის, რასაც ბრიუსელში სათანადოდ ვერ აფასებენ, არის რუსეთის დაზვერვის და პროპაგანდის სიძლიერე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს
ნინო წილოსანი „გორგიას“ განცხადებაზე: როგორი მდაბიო განცხადებაა ვერ აღვწერ. ადამიანების წახალისებაა, რომ უფრო მეტი პროტესტის მუხტი შემატონ ამ აქციას
გივი მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს არის პოლიტიკური უმცირესობა, რომელიც ძალადობაზე არის ორიენტირებული
გივი მიქანაძე: ვემზადებოდით სხდომის დასაწყებად, რომან გოცირიძე შემოგვიტრიალდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოგვიხსენია. რაც ხელთ ჰქონდა, ყველაფერი გვესროლა, რაშიც შემდგომში ჩაერთნენ ოპოზიციონერი ქალები
გიორგი ვოლსკი: არა რუსულ კანონს, ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენი გზა არის ქართული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნებას
არქივი