გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 18 აპრილი 2024, 14:20

გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს. როგორც „შპიგელი“ წერს, ორი მამაკაცი სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებისგან იღებდა დავალებებს. ისინი ეჭვმიტანილი არიან დივერსიის მოწყობის მცდელობაში, მათ შორის ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, ხოლო მიზანს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენდა.

გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები პოლიციის სპეცრაზმმა ბავარიის მიწაზე, ქალაქ ბაიროიტში აიყვანა. ერთ-ერთ ეჭვმიტანილს „შპიგელი“ 39 წლის დიტერ ს. -დ მოიხსენიებს, რომელსაც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს.

„შპიგელის“ ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურების ყურადღება 2014-2016 წლებში მიიქცია. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირი ამ დროს იბრძოდა უკრაინაში, სეპარატისტების მხარეს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა დიტერ ს.-ს რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. გამოძიების ცნობით, ის 2023 წლიდან ეკონტაქტებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს და უზიარებდა იდეებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების ჩატარების შესახებ. როგორც იუწყებიან, დიტერ ს. დათანხმდა, გერმანიის სამხედრო ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქებები მოეწყო.

გამოძიების მიხედვით, მეორე ეჭვმიტანილი, ალექსანდრი 2024 წლიდან თანამშრომლობდა დიტერ ს.-სთან და მას დივერსიების დაგეგმვაში ეხმარებოდა. ეჭვმიტანილები ერთ-ერთ სამიზნედ განიხილავდნენ ბავარიაში მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროები ამერიკული ტანკების მართვაში გადამზადებას გადიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი-ოქმში დავაფიქსიროთ, რომ ოპოზიცია FARA-დან და საფრანგეთიდან უცხოური ძალის დეფინიციების გადმოტანას მხარს არ უჭერს
გიორგი გახარია - “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო - ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
არქივი