დიდი ბრიტანეთის ელჩი: ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული - ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 18 აპრილი 2024, 15:01

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„შემიძლია გავიმეორო ის, რაც ჩემმა ევროპელმა კოლეგამ გუშინ თქვა - ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული. ვაცნობიერებ, რომ ამ მომენტში საქართველოში სენსიტიური პერიოდია. არის გულწრფელი ძლიერი გრძნობები უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ანალოგიურად არის მთავრობის ძლიერი პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია - “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო - ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს - ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი
არქივი