ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 18 აპრილი 2024, 15:59

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე.

„სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…
მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციაზე: ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია გარე ძალების მიერ - მათ ინსტრუქციებში წერია ეს ქმედებები, რასაც მომიტინგეები სჩადიან
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
გურამ მაჭარაშვილი: ნურავის ნუ ჰგონია, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობა ვინმემ გვაპატია - ბოღმად აქვთ, საქართველოს უკრაინიზაცია რომ ვერ შეძლეს. შავი ფული და რევოლუციაც ამისთვის სჭირდებათ
მამუკა მდინარაძე: პოლიციელები საერთოდ აღარ იყვნენ ქუჩაზე და დაიწყეს ქვების სროლა, პარლამენტის ჭიშკრის მონგრევა. როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ ეს დემონსტრაცია სამწუხაროდ მშვიდობიანი არ არის
არქივი