ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 18 აპრილი 2024, 17:51

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის, რათა ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

„უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ქართველი ერი და ჩვენ გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.

შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ავსტრიის საგარეო უწყება - მშვიდობიანი შეკრება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტის უფლებას
პრემიერი: შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო, შემდეგ კი უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი, გარკვეული ინციდენტების მიღმა, ოპერაცია მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას დღეს უწევს, გაანიავოს ძალადობრივი რესურსი, რაც მათ მოაკლებს მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თან იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას „ჩალიჩობს“
ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება
არქივი