თეა ახვლედიანი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 18 აპრილი 2024, 17:57

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან, ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

„თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები
არჩილ თალაკვაძე - ტერორზე დაფუძნებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან ისმის მუქარები პოლიციელების მიმართ, გასაქანი თუ მიეცემათ, ადვილად წარმოსადგენია, რას გააკეთებენ
გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოში მათ უჭერს მხარს - მოიგონ არჩევნები და არა მხოლოდ ეს კანონი, სხვა კანონებიც შეცვალონ, მაგრამ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს
რატი იონათამიშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვინ ღალატობს ჩვენს ქვეყანას
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება
არქივი