შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 19 აპრილი 2024, 00:12

მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა, ვის რა სურვილები აქვს და რა უნდა აკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი არის სახელმწიფოების გაერთიანება, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს როგორც ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს, სახელმწიფოდ უნდა მიგვიღონ და თუ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, უნდა ვიცხოვროთ, როგორც სახელმწიფომ.

„ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობაში ვიყოთ უბრალოდ ობიექტი, რომლის შესახებაც დიდები და ძლიერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ გვინდა ვიყოთ ამ პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე?! ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში ინტეგრირებისგან?! ჩვენ გვინდა ვიყოთ მოლაპარაკების ნაწილი თუ გვინდა რომ მოგვცენ მითითება რა გავაკეთოთ და ჩვენ ამის მხოლოდ აღმსრულებლები უნდა ვიყოთ?!

ბოლო პერიოდი ვაკვირდები, როგორ მიდის სიტყვა სუვერენიტეტის დაკნინება. არადა ჩემი ყოველი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან იწყება მადლობით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუვერენიტეტს... და რა აღმოჩნდა?! გარკვეული კასტა, რომელიც ჩამოყალიბდა სიმბიოზი „ენჯეოებისა“ და რადიკალური პარტიებისა, ცდილობენ დააკნინონ და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ სიტყვა სუვერენიტეტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
მამუკა მდინარაძე - ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი?
თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ალექსანდრე დარახველიძე - აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები
არქივი