პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 19 აპრილი 2024, 11:17
მე პირადად "ეროვნული მოძრაობიდან" ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი "ეროვნული მოძრაობიდან", კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონნი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა,  - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს ევროპისკენ სვლას, თუმცა, ეს უნდა მოხდეს საქართველოს დაუზიანებლად, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც სურთ არეულობა
 
"მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ ის იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვართ ყველა ევროპისკენ და გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად და ვიღაცებს უნდათ, ჩაერთონ შარში და უბედურებაში." - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი