სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 19 აპრილი 2024, 11:58

საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ, კოშმარია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე?“ ზურაბიშვილმა განაცხადა:

„იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია. ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება, მინდა მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს
შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს
გია ვოლსკი ოპოზიციაზე-როდესაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი
აშშ-ის საელჩო - ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს
არქივი