საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 19 აპრილი 2024, 16:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 %-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ხუთ კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42%, ხოლო მოლდოვის 39% იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერტ იან კოპმანი: ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია, მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა, ეს ძალიან არაჯანსაღია
არჩილ თალაკვაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ - ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან
არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს
არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს
არქივი