ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 19 აპრილი 2024, 18:01

ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი. არ მინახავს, რომ ვინმე გამოსულიყო, მათ შორის ელჩებიც, რომლებიც ხშირად პირველები გამოდიოდნენ-ხოლმე. ძალადობა არის ცუდი და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ ყველა - როგორც მოქალაქეს, ასევე პოლიციელს. ძალიან ცუდია, თუ დაშავდა მოქალაქე, ასევე პოლიციელი. პოლიციელს თავი დაუტეხეს, ლამის თვალი ამოუგდეს და არ მინახავს მოწოდება, რომ ეს არ შეიძლება, ნუ ესვრით პოლიციელებს ქვებს, გაყინულ ბოთლებს, საღებავებს ნუ ასხამთ. უმეტესობას ხმა არ ამოუღია.

ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ მოქალაქეები იდგნენ, მშვიდობიანად თავის აზრს გამოხატავდნენ და პოლიციელი მივარდა, დაარბია, დააკავა ან იძალადა”, - განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი