დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 19 აპრილი 2024, 19:39
„წარმოუდგენელი მისიაა გამრუდებულ, გაუკუღმართებულ რეალობაში ლოგიკასა და ფაქტებზე დაყრდნობით ვინმეს რამე გააგებინო. ელაპარაკო იმაზე, თუ რა დირესა და ბეწვზე მიდის საუბარი საკუთარსა და მოყვასის თვალში“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

დავით ქართველიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ქართველი სამართალდამცველების ქცევა და აშშ-ში, Black Lives Matter (BLM) მოძრაობის დროს, ამერიკელი სამართალდამცველების ქცევა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ კვლავ ორმაგ სტანდარტებს იყენებს. 

„ამას წინათ მოვიყვანე სტატისტიკა Black Lives Matter (BLM) მოძრაობის დროს, ამერიკაში, თითქმის 7-8 თვის განმავლობაში მიმდინარე არეულობის დროს, სადაც, რა ჟურნალისტის უფლებების დაცვა, რა პოლიციის უფლებების დაცვა - სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს, 14 000 ადამიანი ისე დააკავეს, როგორც არაფერი. დღეს კი დასავლეთი აღშფოთებითა და შეშფოთებით გველაპარაკება იმ 11 ახალგაზრდაზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე. ესეც თუ არ გააკეთა სახელმწიფომ, მაშინ საერთოდ უნდა დავხიოთ კონსტიტუციაც და ყველაფერიც“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, ესტაკადაზე ასასვლელი გადაკეტეს
სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან - ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე: ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში
არქივი